|
2009 წლის 26
აგვისტოდან 9 სექტემბრამდე
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
ფოლკლორის არქივმა უმასპინძლა ბრიტანელ მეცნიერს
დოქტორ ჯონათან როპერს.
აღნიშნული სამეცნიერო მივლინება განხორციელდა აღმოსავლეთ და ცენტრალური
ევროპის მეცნიერებათა აკადემიებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე,
რომლის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
ფოლკლორის არქივი.
-
საქართველოში
ჯონათან როპერის სამეცნიერო მივლინება განხორციელდა
რამდენიმე
ეტაპად:
-
შეხვედრა მოეწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენთან
აკადემიკოს თამაზ გამყრელიძესთან;
-
მოხდა ფოლკლორის არქივის მუშაობის გაცნობა და გამოცდილებების
ურთიერთგაზიარება.
-
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივის
მხარდაჭერით განხორციელდა ოთხდღიანი (27.08.09-31.08.09) ფოლკლორული
ექსპედიცია კახეთში, ყვარლის და თელავის რაიონებში. წინასწარ
დამუშავებული და ზუსტებული გრაფიკის მიხედვით მოხდა ფოლკლორული მასალის
შეგროვება
(ფოტო
არქივი).
-
რვა
დღის განმავლობაში (1-8 სექტემბერი) ფოლკლორის არქივში განხორციელდა 2006
წელს აჭარაში და 2009 წლის აგვისტოში კახეთში ჩაწერილი მასალის გარკვეული
ნაწილის დიგიტალიზაცია და თარგმნა ინგლისურ ენაზე.
-
7
სექტემბერს,
11:30,
შეხვედრა მოეწყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის
დირექტორთან
პროფესორ ირმა რატიანთან;
13:00,
ჯონათან როპერმა ლიტერატურის ინსტიტუტის დარბაზში
წაიკითხა მოხსენება თემებზე: 1) ქართული შელოცვები“ (2006 წელს აჭარაში
შეგროვებული მასალის მიხედვით)“, 2) თანამედროვე ევროპული ფოლკლორისტიკის მიღწევები და ამოცანები“.
|